ე.წ. ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა და ოთხის ნაცვლად 8 გახდა.
ცნობილია ისიც, რომ 1 თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულები
ისარგებლებენ 8 ანტენატალური ვიზიტით. ვიზიტები მოიცავს, როგორც
მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ასევე ულტრაბგერით გამოკვლევას და
ანალიზებს.
ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული მომსახურების მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა მიმართონ შერჩეულ კლინიკას, სადაც გაივლით ანტენატალურ მეთვალყურეობას მშობიარობამდე.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები