ახალი ამბები
ტყიბულში ჩაის პლანტაციას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიროვანში, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში სოფელ ძიროვანში 19.4 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,ტყიბულის მთის ჩაის“ 19.4 ჰა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია 449,4 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  მაღაროელების სააპელაციო
საქმის განხილვა დაიწყო. 
15:34 / 06.05.2026
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  მაღაროელების სააპელაციო საქმის განხილვა დაიწყო. 
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ გელოვანი ნატალია
თურქაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს.
13:46 / 06.05.2026
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ გელოვანი ნატალია თურქაძის საქმეზე გადაწყვეტილებას 20 მაისს გამოაცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.