ახალი ამბები
3 მარტი მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე დედებს მიულოცეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჩხიკვაძემ თავდაცვის სამინისტროს, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე დედებს, დედის დღე მიულოცა.
რამაზ ჩხიკვაძე ჯარში მოსამსახურე ქალბატონებს ბაზაზე ეწვია და მადლობა გადაუხადა. 

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელი დღე მივულოცო იმ ქალბატონებს, რომლებიც დგანან თავიანთი ქვეყნის სადარაჯოზე, როგორც გმირი დედები. დედის დღე საქართველოში განსაკუთრებული ფენომენია, ქართველი დედისთვის უპირველესი იყო სამშობლო და შვილის სამშობლოს მოყვარულად გაზრდა.

დარწმუნებული ვარ, ეს ქალბატონები, რომლებიც დღეს სამხედრო სამსახურში მსახურობენ განსაკუთრებული გრძნობით გაზრდიან საკუთარ შვილებს და განსაკუთრებული გრძნობით შეაყვარებენ თავიანთ სამშობლოს. სრულიად საქართველოს დედებს ვულოცავ დღევანდელ დღეს", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჩხიკვაძემ სამხედრო ქალბატონებთან შეხვედრისას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.