ახალი ამბები
ქუთაისში ე.წ. "პასაჟების" რეაბილიტაცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისის მერია ფალიაშვილის ქუჩაზე ე.წ.  "პასაჟების"  რეაბილიტაციას გეგმავს. 

ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ  ქუთაისიპოსტის სტუდიაში ისაუბრა. 

"ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი. ამ საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ და ველოდებით მათ რეკომენდაციებს", - ამბობს ზვიად ჯავახია.

მისი თქმით, შესაძლოა, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ობიექტების ფასადების რეკონსტრუქციაც მოხდეს, რომლის შეკეთებისთვის 2016  წელს 413 000 ლარი დაიხარჯა.

თუ  რა დასჭირდება ე.წ. პასაჟების რეაბილიტაციას, ჯავახია განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია პროექტზე, რომლის მიხედვითაც ის მოეწყობა. 

"ეს კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოზე", - ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.  

რაც შეეხება, ე.წ. პასაჟებში  მომუშავე გარემოვაჭრეებს, რომლებიც  საკანცელარიო ნივთებზე მუშაობენ, მერიაში განმარტავენ, რომ მათ ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.