ახალი ამბები
ნამახვანჰესის რისკები და საფრთხეები (ვიდეო)
FaceBook
წყალტუბოს რაიონის, სოფელ ოფურჩხეთის მოსახლეობას,20 თებერვალს, ამავე რაიონში ახალი, 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტი გააცნეს.
შემსრულებელმა კომპანია ENKA -მ, რომელიც თურქულ-ნორვეგიული პროექტია, პრეზენტაციას მთელი დღე მიუძღვნა.

პრეზენტაციისთვის მოწყობილ კარავში კომპანიის წარმომადგენლებმა  პროექტის მნიშვნელობაზე ისუაბრეს.

მათი თქმით, ჰესი მთლიანად რეგიონს დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

ადგილობრივთა ნაწილი, მშენებლობას რაიონის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მათ ასევე, დასაქმების იმედიც აქვთ. თუმცა, ამასთანავე ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ჰესმა მათ სახლებს, საძოვრებს და სახნავ-სათეს მიწებს საფრთხე არ შეუქმნას და მიმდებარე სოფლები მიგრაციის საფრთხის წინაშე არ დადგნენ.

ადგილობრივებს განსაკუთრებით რაიონის სეისმურად აქტიურობა აშინებთ და კონკრეტულ შემთხვევებსაც იხსენებენ, როცა მიწისძვრამ რამდენიმე ოჯახი მნიშვნელოვნად დააზარალა. ასეთ ზონაში კი კაშხლის მშენებლობა, რომელიც 156 მლნ. კუბური მეტრის მოცულობის წყალსაცავს გულისხმობს, მათთვის განსაკუთრებით რისკის შემცველია.



ნამახვანჰესის რისკები ჯერ კიდევ 2015 წელს შეაფასა "მწვანე ალტერნატივამ". არასამთავრობო ორგანიზაცია მაშინ ვარაუდობდა, რომ კაშხლის მშენებლობის გამო 104 ოჯახს გასახლება მოუწევდა. დაიტბორებოდა სოფლები, შეიცვლებოდა კლიმატი, რაც გავლენას იქონიებდა ბიომრავალფეროვნებაზე.

კომპანია ENKA -ს აღმასრულებელი დირექტორი, ბიორ ბრანდზეგი ამბობს, რომ სინამდვილეში გასახლება 46 ოჯახს მოუწევს. ჰესი კი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა. პროექტში კი რაიონში არსებული ყველა რისკფაქტორია გათვალიწისნებული.

წყალტუბოს რაიონში, მდინარე რიონზე ნამახვანჰესის მშენებლობა 2019 წელს უნდა დაიწყოს.

პროექტის ღირებულება 738 მილიონი დოლარია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.