ახალი ამბები
გაზრდილი ხელფასები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - პროტესტი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში მოუწესრიგებელი გზის საფარი, მერიისა და სამხარეო ადმინსტრაციის ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასების ფონზე, გააპროტესტეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად იაშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ამ კონკრეტული ქუჩიდან, სადაც მწყობრიდან არის გამოსული გზის საფარი, ადგილობრივ მთავრობას ვალდებულებებს ახსენებენ.

"გუბერნატორს 2 950 ლარი 5 900 ლარით შეეცვალა. არანაირ ზედამხედველობასა და კონკრეტულ ქმედებებს არ ახორციელებენ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მათ ხელფასებს ჰქვია შრომის ანაზღაურება და რა იშრომეს ამ ადამიანებმა ძალიან გვაინტერესებს. ჯერ იშრომონ და ანაზღაურება მერე აიღონ", - ამბობს პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბესიკ ბრეკაძე.


ქუთაისი, იაშვილის ქუჩა


"ძლიერი წვიმის დროს წყალი შემოდის სარდაფებში. ქალაქის მერიც ამ ქუჩაზე ცხოვრობს და მიხედოს იქნებ. არ მინდა ასეთ ქუჩაზე ვიცხოვრო", - ამბობს იაშვილის ქუჩაზე მცხოვრები, ზურაბ შეწირული. 

აქციის მონაწილეებს ქუთაისის მერიაში პასუხობენ  და განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია.

რაც შეეხება, კონკრეტულად იაშვილის ქუჩას, ამბობენ, რომ უკვე გამოცხადებულია ტენდერი პროექტის შეძენაზე და პროცედურების დასრულების შემდეგ აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება.

"ქუთაისის მერიამ უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დაიგო ზვიად გამსახურდიას, შარტავას, გაპონოვისა და ფანჯიკიძის ქუჩები. ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით იწმინდება სანიაღვრე ქსელი იმისთვის, რომ მოსახლეობა დატბორვისგან დავიცვათ. აგრეთვე, უკვე დასრულდა იაშვილისა და ნაზარიშვილის პირველი შესახვევების რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ ამ ჩიხებს რეაბილიტაცია, დაახლოებით, 20 წელია არ ჩატარებია, არც ყოფილი ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოებს, ყოველდღიურ რეჟიმში  ვმუშაობთ კომპანია ,,ეს ემ კა"-სთან და ჩვენ მეთვალყურეობას ვუწევთ აღნიშნულ სამუშაოებს, რომ თითოეულ ქუჩაზე დროულად და ხარისხიანად შესრულდეს სამუშაოები,"- განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.