ახალი ამბები
„მოდერილებული ევროპარლამენტი“ – ბრიუსელში გამგზავრების შანსი ახალგაზრდებისთვის
FaceBook
"ევროპის აკადემიური ცენტრი" ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ბიუსელში ტრენინგ-კუსრები გაიარონ.
პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, ევროპარლამენტის მუშაობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მოდერილებული ევროპარლამენტი შექმნეს. შეირჩა 150 დელეგატი, რომლებიც 5 პარტიაში გადანაწილდა.

პარტიებმა ევროპარლამენტის შესახებ რეზოლუციები უნდა მოამზადონ. საუკეთესო დელეგატი კი ბირუსელში ტრენინგ-კურსებზე გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა ევროპარლამენტის საქმიანობას.

"წლიდან წლამდე ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირს და როცა მომავალი თაობა შეაღებს ამ კარს, მნიშვნელოვანია კარგად იცნობდნენ ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკას და იმ სიკეთეებს, რაც ევროპათან დაახლოებას მოაქვს", - განაცხადა"- "ევროპის აკადემიის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ინანეიშვილმა.

პროექტის ფარგლებში, დელეგატებისთვის სამდღიანი სასწავლო კურსი ჩატარდება. ამ ხნის განმავლობაში,  ისინი აქტიურად ჩაერთვებიან საკომიტეტო სამუშაოებში,  გაეცნობიან ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში.

პროექტის დასასრულს, სარეზოლუციო პროექტები, რომლებსაც კომიტეტები მოამზადებენ, განსახილველად გადაეგზავნება ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.

საუკეთესო რეზოლუციას კი ჟიური შეარჩევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან,
რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ,
თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო
სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
13:31 / 18.12.2025
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და
პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე
ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
10:17 / 18.12.2025

ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.