ახალი ამბები
ქუთაისში ოლიმპიურ ცეცხლს 14 სპორტსმენი შემოიტანს
FaceBook
23 ივნისს ქუთაისში ოლიმპიური ჩირაღდნის შემოსვლასთან დაკავშირებით გენდერული საკონსულტაციო საბჭო ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიება პროექტის "ოლიმპიადა თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა" ფარგლებში ქუთაისის მერიისა და ფონდი "სოხუმის" დაფინანსებით გაიმართება.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლების განმარტებით, ოლიმპიური ჩირაღდანს ქალაქში 14 მეჩირაღდნე ჯავახიშვილის ქუჩიდან შემოიტანს. მეჩირაღდნეებთან ერთად იქნებიან მედროშეები. 14 მედროშეს  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ლოგოიანი კეპები და მაისურები ეცმევათ.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოში განმარტავენ, რომ მეჩირაღდნეები ქუთაისელი სპორტსმენები იქნებიან, რომელთა შორის ორი ქალი იქნება.
მსვლელობა მესხიშვილის თეატრთან ოლიმპიადის სიმბოლოს ყველა ფერის ჰელიუმიანი ბუშტების გაშვებით დასრულდება.
თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბერძნული მითოლოგიის გმირების ტანსაცმელში შემოსილი ახალგზარდები პერფომანსს გამართავენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.