ახალი ამბები
შპს "ქართული ტრადიციები - 2011" საფლავების გაქურდვაზე განცხადებას ავრცელებს
FaceBook
ქუთაისში, სასაფლოების მოვლა-პატრონობაზე პასუხიმგებელი  ორგანიზაცია, შპს "ქართული ტრადიციები 2011"  საფლავების გაქურდვაზე განცხადებას ავრცელებს:
"შპს ,,ქართული ტრადიციები 2011" არ ადასტურებს სასაფლაოებზე მასიური ქურდობის ფაქტებს.   შპს-ს დაქვემდებარებაშია 13 სასაფლაო. (საერთო ფართობი 1000 ჰექტარი). სასაფლაოებზე ზედამხედველობას ახორციელებს 5 მენეჯერი, დღის 10 საათიდან 18 საათამდე. თითქმის ყველა საქალაქო სასაფლაოს აქვს რამდენიმე და ადვილად გადასალახი შესასვლელი. აქედან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანური რესურსით (თუნდაც მენეჯერთა რაოდენობის გაზრდით) სრული კონტროლი, მით უფრო ღამის საათებში. 

მოგმართავთ თხოვნით, თუ დაფიქსირდა სასაფლაოს გაქურდვის ფაქტი, აუცილებლად გვაცნობეთ, რადგან იქნება რეაგირება. ჩვენ მივმართავთ შსს-ს პოლიციის განყოფილებას და გვეცოდინება რეალური სურათი. შპს "ქართული ტრადიციები 2011-ის" ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში (2017 წლის დეკემბრიდან) ასეთი ფაქტები არც წერილობითი და არც ზეპირი შეტყობინების სახით არ დაფიქსირებულა, გარდა ერთი შემთხვევისა. 

,,ქართული ტრადიციები 2011-ის"მენეჯერის მხრიდან დეკემბრის თვეში ოღასკურის საქალაქო სასაფლაოზე აღმოჩენილი იქნა, სასაფლაოდან მოხსნილი ეპიტაფიის ქვა, რომელიც გონივრულ ეჭვს აჩენდა, რომ შესაძლოა მისი გატანა უნდოდათ. რეაგირებისათვის მივმართეთ პოლიციის განყოფილებას და ქურდობის შესაძლებლობა აღმოიფხვრა.

მთავარი აუცილებელობაა - ყველა მოქალაქემ გაითავისოს მორალური პასუხისმგებლობა, რომ პატივი ვცეთ წინაპართა საფლავებს", - ნათქვამია ორგანიზციის  მიერ გაკეთებულ  განცხდებაში. 

2017 წელს ქუთაისში სასაფლაოების დაზიანებისა და გაქურდვის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა.


ამავე თემაზე:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.