ახალი ამბები
"შესყიდვების შესახებ კანონი დაარღვია" - ბრალდება ქუთაისის მერიას
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია",  ქუთაისის მერიის მიერ გარე განათების ქსელის მოწესრიგების უფლებას  მის მიერ დაფუძნებული ააიპისთვის გადაცემას აპროტესტებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მერიამ ჯერ ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა, შემდეგ კი ეს უფლება მის მიერვე დაფუძნებულ ააიპ "ქუთგანათებას" გადასცა. ეს კი, "ევროპა ჩვენი სახლიას"  წარმომადგნლების თქმით, კერძო სექტორის დაბლოკვას ნიშნავს.

ამასთანავე, ორგანიზაციის წარმომადგნლების განმარტებით, მერიამ დაარღვია "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი",  რადგან ტენდერში მონაწილე კომპანიებს ამის შეასხებ ათი დღით ადრე არ აცნობა. 

"გამოცხადებულ ტენდერში ერთმა შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა, რომელიც ტენდერში გამარჯვების წინაპირობა იყო. თუმცა, იმავე დღეს სატენდერო კომისიის ოქმი გამოვიდა და ტენდერი მთლიანად შეწყდა. მათ გადაწყვიტეს ააიპ-ის შექმნა, რაც კონკურენციასა და ბიზნესის განვითარებას ზღუდავს", - ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. 

მისივე თქმით, კერძო სექტორი უნდა იყოს წახალისებული და ხელისუფლება არ უნდა ერთვებოდეს ამ საქმეში. არასამთავრობო ორგანიზაცია შესაბამის ორგანოებს მსგავს ტენდენციებაზე ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს. 

ბრალდებას არ იზიარებენ ქუთაისის მერიაში. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილის, რუსუდან ჩინჩალაძის თქმით ტენდერი არა  ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე, არამედ მისი ჩატარების დღეს შეწყდა.

"მაშინ შევწყვიტეთ, როდესაც ვნახეთ ვინ იყვნენ პრეტენდენტები. 10 დღით ადრე ცნობის ვალდებულება ჩვენთვის არაა ცნობილი საერთოდ. შეწყვეტის ოქმის ატვირთვა ელექტრონულ პორტალზე ხდება ხოლმე. რაც შეეხება, ჩვენი ააიპ-ის შექმნას ამას თავისი დადებითი მხარე აქვს. ისე გამოვიდა რომ უფრო უპრიანი იყო ააიპ-ის შექმნა დაჩქარებულიყო, რადგან გაცილებით დიდ ეკონომიას მიიღებდა ქალაქის ბიუჯეტი, ამიტომ შეწყდა ტენდერი ამ ეტაპზე. მე ცოტა გამიჭირდება ვთქვა საერთოდ რატომ მოხდა ააიპ-ის დაფუძნება, რადგან ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება, მაგრამ როცა ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას იღებს დარწმუნებული ვარ ხარისხის გაუმჯობესების, თანხის დაზოგვით და მოქალაქეებზე მორგებული სერვისის შემოღებაა პრიორიტეტული", - განმარტავს რუსუდან ჩინჩალაძე. 

ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელისა და  შუქნიშნების მოვლა-პატრონობისთვის  498 008 ლარიანი ტენდერი  (SPA170016030) 2017 წლის 13 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერში ორი პრეტენდენტი "გლობალ სერვისი" და შ.პ.ს. "აკაენერჯი" მონაწილეობდა. თუმცა,  მიმდინარე წლის სამ იანვარს მერიამ სახელმწიფო შესყიდვა შეწყვიტა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული  მომსახურების გაწევა მის მიერვე დაფუძნებულ  ააიპ "ქუთგანათებას"დაავალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.