ახალი ამბები
ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ
FaceBook
ახალი #2 სამშობიაროს ექიმები ამავე კლინიკის დირექტორის ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრებას აპროტესტებენ. თანამშრომლები კლინიკაში დაკავებული ექიმის ადვოკატს ალექსანდრე თათელიშვილს ხვდებიან. ექიმები აცხადებენ, რომ მერკვილაძის დაკავება უკანონოდ მოხდა.
შეკრებილებს ადვოკატმა განუცხადა, რომ ბრალმდებლის მხარეს სასამართლოზე არ ჰქონდათ წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები. თუმცა, ადვოკატის თქმით, მაინც მოხდა ირაკლი მერკვილაძის სასამართლო დარბაზშივე დაკავება.

მეან-გინეკოლოგი ეკა ჩინჩალაძე აცხადებს, რომ თვითონ ესწრებოდა ოპერაციას და რაიმე გართულება არ ყოფილა, პაციენტის გარდაცვალება კი თვითმკურნალობამ გამოიწვია. საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძემ 2012 წლის 7იანვარს ჩაუტარა 21 წლის ვიოლეტა მარტინოვას.
პაციენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, - მას შემდეგ რაც იგი კლინიკიდან გაეწერა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ახალი მეორე სამშობიარო საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.


ამავე თემაზე

საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.