ახალი ამბები
ქუთაისის მერმა სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა
FaceBook
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, კონკურსის წესით შერჩეული ხუთი სამსახურის უფროსი წარადგინა.
ადმინისტრაციულ სამსახურს ლევან კინწურაშვილი უხელმძღვანელებს. კეთილმოწყობის სამსახური ბექა ყურაშვილმა ჩაიბარა. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად გიორგი გიორგობიანი დაინიშნა. საბინაო სამსახურის ხელმძღვანელად ამავე სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი ჯონი არაბიძე შეარჩიეს, ხოლო საფინანსო სამსახურს დავით ნიშნიანიძე უხელმძღვანელებს.

ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, სამსახურის უფროსები მათი კომპეტენციისა და გამოცდილების მიხედვით შეარჩია.

რეორგანიზაციის ფარგლებში პოსტები შეინარჩუნეს სამხედრო და სოციალურ საკითხთა სამსახურების უფროსებმა. ზედამხედველობის სამსახურს კი ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად ჯავახია ხელმძღვანელობს.

ამ დრომდე არ ჰყავს ხელმძღვანელი არქიტექტურის სამსახურს, რომელიც რეორგანიზაციის შედეგად ზედამხედველობის სამსახურს გამოეყო. ქუთაისის მერის თქმით, ამ პოსტზე კონკურსი გამოცხადდება.

კონკურსის შედეგად რამდენიმე თანამშრომელი სპეციალისტისა და მოადგილის პოზიციებზე შეირჩა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.