ახალი ამბები
"ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვებიან ამერიკაში მოკლული მამაკაცის მეზობლები
FaceBook
ამერიკაში გარდაცვლილი  ექიმის ოჯახი, ქუთაისში,  კოსტავას ქუჩაზე ცხოვრობს.  თუმცა, ადროისთვის ისინი ქალაქში არ იმყოფებიან.  მეზობლები კი, გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ იგი ამერიკაში წლების წინ წავიდა.

"გუშინ გავიგეთ საშინელი ამბავი რომ ამერიკაში მოგვიკლეს. არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, ვინ მოკლა არაფერი ვიცით. დიდი ტრაგედია დატრიალდა. ცოლ-შვილიც ამერიკის მოქალაქეები იყვნენ", - განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა გია ბერეკაშვილმა.

ქუთაისელი ექიმი დავით კანდელაკი 17 იანვარს ამერიკაში მეგობართან ერთად მოკლული იპოვეს. 

უცხოური გამოცემების დაყრდნობით, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსასვენებლად თანხს აგროვებენ. Gofundme.com - ზე დაყრნობით ამ დროისათვის 6 190  დოლარი შეგროვდა.

დავითი ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 წლის წინ ჩავიდა. მიმდინარე წლის 17 იანვარს ის ქალაქ ლუსვილში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. მას ახალგაზრდა მეუღლე და ორი წლის ორი ტყუპები დარჩა.


ამავე თემაზე:

ამერიკაში ქართველი ექიმი ბინაში მოკლული იპოვეს

ამერიკაში მოკლული ქუთაისელის გადმოსასვენებლად თანხას აგროვებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.