ახალი ამბები
ავტომაგისტრალებზე, შესაძლოა, აგრარული ბაზრობები აშენდეს
FaceBook
ხევი ჩუმათელეთის გზაზე აგრარული ბაზრების მშენებლობის იდეა განიხილება.
ინიციატივა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს ეკუთვნის.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ხევი-ჩუმათელეთის ავტომაგოსტრალის რეაბილიტაცია განხორციელდება, აუცილებელია ტერიტორიაზე აგრარული ბაზრობებიც მოეწყოს და ადგილობრივებმა საკუთარი პროდუქციის რეალიზება მოახდინონ.

"ჩუმათელეთი-ხევის, ასევე, მომავალში, ხევი-არგვეთას ავტობანის მშენებლობის პროცესში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დიდი ტერიტორია ხვდება. ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ მცხოვრები, ხარაგაულის სოფლების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საოჯახო ბიზნესითაა დაკავებული. ამ გზაზე, კილომეტრობით მონაკვეთებზე ვაჭრობენ ხელით მოწნული კალათებითა და სხვადასხვა აქსესუარებით, ხის მასალისგან დამზადებული სხვადასხვა საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო ნივთებით, სხვადასხვა სახის კენკროვანებით, რომელიც საკმაოდ განვითარებულია ვერტყვიჭალისა და ხუნევის მთიან სოფლებში. სეზონურად შემოსავლის ძირითადი წყაროა ასევე სოკოს რეალიზაცია და ა.შ. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, რომ აგრარული ბაზრობების მოწყობა აუცილებელია," - განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბარში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.

ხევი -ჩუმათელეთის ავტომაგისტრალი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ეწყობა. სადაც დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები და ასევე, უნდა მოეწყოს ხმაურდამცავი ბარიერები და ცხოველთა გადასასვლელებიც.

ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთ (E60) ავტომაგისტრალის ერთერთი ურთულესი მონაკვეთია.

გზის სიგრძე 11 კილომეტრია. ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ
იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31
მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში
მდებარეობს.
14:40 / 18.05.2026

საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
11:28 / 18.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.