ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები ჩამოხსნეს - საქმეზე მოკვლევა დაიწყო
FaceBook
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, სტუდენტების პირადი ნომრების გამოქვეყნებაზე წერეთლის უნივერსიტეტში საქმის მოკვლევა დაიწყო. მის შესწავლას სასწავლებლის დისციპლინარული  კომისია ახდენს.
სტუდენტების პერსონალური მონაცემები კი,  საინფორმაციო კედლიდან ჩამოხსნეს.

სასწავლებლის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით, პირადი ნომრების გამოქვეყნების მიზეზები საქმის შესწავლის შემდგე გახდება ცნობილი.

"დისციპლინარული საქმისწარმოების საკითხზე შეხვედრას გავმართავ, რის შემდეგაც მოხდება მოკვლევა რატომ მოხდა პირადი ნომრების გამოქვეყნება. როდესაც მოვიკვლევთ საკითხს ამის შემდეგ გადაწყდება ვის, რა სახით დაეკისრება პასუხიმგებლობა. ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება", - ამბობს ჩვენთან საუბარში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.

მისი თქმით, წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების პირადი ნომრების გამოქვეყნება, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო მოხდა.

" ჩემი აზრით,  ვინც გამოაქვეყნა იმ პიროვნებამ იფიქრა, რომ ერთ კურსზე ხშირად არიან სტუდენტები იდენტური სახელებით და გვარებით და რომ არ არეოდათ სტუდენტებს და სწრაფი რეაგირება მოეხდინათ სწორედ ამიტომ გამოაკრავდა. თუმცა, საქმის წარმოების პროცესში ჩვენ ყველა მონაწილეს მოვუსმენთ და მათ არგუმენტებსაც გავიგებთ",  -   განმარტავს გიორგი ღავთძე.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები საინფორმაციო დაფაზე რამდენიმე დღის წინ გამოაკრეს.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში იმ პირთა მონაცემები იყო  წარმოდგენილი, რომლებსაც სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი დროებით შეუჩერდათ. ფაქტზე მოკვლევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატმა უკვე დაიწყო. 


ამავე თემაზე:

წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები გამოაქვეყნეს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.