ახალი ამბები
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის კომისიებში განხილვა მიმდინარე კვირიდან დაიწყება
FaceBook
ქუთაისის საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის კომისიებში განხილვას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომები კვირის განმავლობაში ჩაინიშნება.

საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ საკომისიო განხილვები დაგვიანებულია და დეპუტატები მის სრულყოფილ შესწავლას ვერ მოასწრებენ.

"ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ დაუწყიათ საკომისიო განხილვები, მიუთითებს ერთ რამეზე-ისინი არ არიან მზად გადაწყვეტილების მისაღებად. ვეჭვობ, რომ მათ სრულყოფიად მოახერხონ ბიუჯეტის შესწვალა", - ამბობს "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრი, მერაბ მეშველიანი.

მიმდინარე კვირაში გეგმავს მოსახლეობასთან შეხვედრას და ბიუჯეტის პროექტის გაცნობას ქუთაისის მერია.  ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მოსახლეობის მოსაზრებებთან ერთად, ბიუჯეტში არასამთავრობო სექტორის  რეკომენდაციებიც იქნება გათვალისწინებული.

აღმასრულებლის მიერ საკრებულოდან ორჯერ გამოთხოვილი ბიუჯეტის პროექტის  არც ერთი ვარიანტი ხელისუფლებას საჯაროდ ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 

პირველადი ინფორმაციით, 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 52 500 000 ლარს შეადგენდა. თუმცა, ახლა რამდენია ბიუჯეტის პროექტი, ამაზე საკრებულოს საფინანსო-სარევიზო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი არ საუბრობს. მისი თქმით, საბოლოო ციფრი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროექტი  განსახილველად კომისიებზე გავა.

ბიუჯეტის დასამტკიცებლად  საკრებულოს ორ კვირიანი ვადა აქვს. კახა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მისი   დამტკიცება იანვრის ბოლოს იგეგმება.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის კომისიებში განხილვა არ დაუწყია

ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტი, შესაძლოა, 2018 წლის იანვრის ბოლომდე ვერ დაამტკიცონ

"გვაქვს ახლებური ხედვა" - რატომ არ დამტკიცდა ამდრომდე ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი (გადაცემა)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.