ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მანქანების შეკეთებაზე 100 800 ლარი გამოყო
FaceBook
წყალტუბოს მუნციპალიტეტმა მერიისა და საკრებულოს ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებაზე ტენდერი (NAT180000249) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  მომსახურებაში 100 800 ლარი დაიხარჯება.

სახელმწიფო შესყიდვა მიმდინარე წლის რვა იანვარს გამოცხადდა და წინადადებების მიღება ამავე წლის 18 იანვარს დასრულდება. მიმწოდებელმა მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს.

პრეტენდენტს 2015-2016-2017 წლების განმავლობაში ანალოგიური მომსახურების (ავტო ტექ.მომსახურება) გაწევის გამოცდილება უნდა გააჩნდეს.  ასევე, საკუთრებაში ან სარგებლობაში ჰქონდეს ავტო ტექნიკური მომსახურების ობიექტი.
სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.