საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის
გამო,  ნაქერალას უხელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა
აკრძალულია  ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო
გზის კმ38-კმ62  მონაკვეთზე,  ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გადაადგილება, ასევე, თავისუფალია ამავე გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე.
ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა გუდაური-კობის მონაკვეთზე.			
 
			
მასალის გამოყენების პირობები