ახალი ამბები
რამაზ შენგელიას სტადიონის ხელმძღვანელ პირებად კოტე ლომიძე და თამაზ კიკვაძე დაინიშნენ
FaceBook
შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორად ქუთაისის საკრებულოს მეხუთე მოწვევის წევრი, თამაზ კიკვაძე, ხოლო მის მოადგილედ ყოფილი ვიცე-მერი, კოტე ლომიძე დაინიშნა.

სტადიონის დირექტორი, თამაზ კიკვაძე ამბობს, რომ პოსტზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისმა წინამორბედმა,  ზურაბ ჩაკეტაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"მე როგორც ვიცი პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. საქართველოშიც არ არის, თავისი პირადი მიზნები  ჰქონდა", - ამბობს თამაზ კიკვაძე. 

ზურაბ ჩაკვეტაძე შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორად გასული წლის 3 აგვისტოს დაინიშნა. 

მანამდე ის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი იყო. ჩაკვეტაძემ საფეხბურთო კლუბის დირექტორის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც "ტორპედოს" 100%-იანი წილი   შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა"  300 000 ლარად აუქციონზე შეიძინა. კლუბში მისი პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას დაბრუნების შემდეგ კი "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი მამუკა მოსიაშვილი გახდა. 




ამავე თემაზე:

ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა

კომპანია, რომელმაც "ტორპედო" შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის საკუთრებაშია

ქუთაისის მერია "ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი ჩაიშალა


ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ

700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის მოლოდინში


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.