გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე გათბება. 
თუმცა,  საღამოს საათებში წვიმაა მოსალოდნელი.
"9 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი 6-12
გრადუსამდე გათბება. მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი", -
აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 11 იანვარს
გამოიდარებს.  თუმცა,  12 იანვრიდან ისევ  არამდგრად
ამინდს პროგნოზირებენ. 
			
 
			
მასალის გამოყენების პირობები