ახალი ამბები
კაფე "არგო" იანვრის ბოლოს გაიხსნება
FaceBook
ქუთაისში რიონის სანაპიროზე ახლადაშენებული, კაფე "არგო" თვის ბოლომდე გაიხსნება. ადგილზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. კაფეს პეროსონალი შენობას აწესრიგებს.

"თვის ბოლომდე აუცილებლად გავიხსნებით", - ამბობენ ადგილზე.

ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტრიტორიაზე "არგოს" მშენებლობა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სამეფო რეზიდენციაში კაფის მშენებლობას მაშინ საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

ადგილი, სადაც "არგო" აშენდა, ქუთაისის მერიამ შპს "ანასტასიას" 2016 წელს, სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაში გაუცვალა, სადაც "ანასტასია" სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა.

ქალაქის ცენტრში 417 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცლოდ, შპს "ანასტასიამ" 300კვ.მ ფართი მიიღო, რაშიც ფირმამ წლიური იჯარა, 6 600 ლარი უნდა გადაიხადოს.

მშენებლობის უკან იმთავითვე მოიაზრებოდა მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  და ახალი საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ლატარია.

რამდენიმე დღეში "არგოს" გახსნას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, გია გოქაძე, რომელიც სამეფო რეზიდენციაში კაფეს მშენებლობის წინააღმდეგი იყო. გია გოქაძემ ქალაქის მერს, გიორგი ჭიღვარიას მოუწოდა გადახედოს "არგოს" მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერებას. 



ამავე თემაზე:

ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო


ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"

"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას აძლევს

როგორი იქნება კაფე-ბარი "არგო" (ფოტორეპორტაჟი)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.