ახალი ამბები
"დაველოდოთ გამოძიებას" - კომპანია მრავალსართულიან კორპუსში დაღუპულ მუშებზე
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებარე მრავალსართულიან კორპუსში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე სამშენებელო კომპანია "იბერიის ვარსკვლავში" გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.

საუბარია,  მიმდინარე წლის 27 დეკემბერს მშენებარე კორპუსში ორი მუშის გარდაცვალებაზე. უბედური შემთხვევის მიზეზად თავდაპირველად ბაგირის გაწყვეტა დასახელდა.

"ვიდრე გამოძიება საბოლოო შედეგების არ დადებს, კონკრეტულად ფაქტის შესახებ ვერ ვისაუბრებ. ყველა დეტალის შესახებ ინფორმაცია გადავეცით შესაბამის ორგანოებს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ სამართალდამცავებზე. ვერ მოგაწვდით სხვა ინფორმაციას გარდა იმისა, რომ დაველოდოთ გამოძიებას. გუშინდელი სამწუხარო დღის შემდეგ, ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჩვენი თანამშრომელი ამ წუთებშიც დაკითხვაზე იმყოფება," - აცხადებს ქუთაისიპოსტთან საუბარში კომპანიის ხელმძღვანელი, ელენე ანდრიაძე.

"იბერიის ვასრკვლავში" ამბობენ, რომ ამწე, რომლის ბაგირიც გაწყდა, მხოლოდ სამშენებლო მასალების მაღალ სართულებზე გადასატანად გამოიყენება. დასაქმებულ პირებს კი, მაღალ სართულებზე მოძრაობა კიბეებით შეუძლიათ.

ამავეს ადასტურებენ აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში დასაქმებულები. ისინი ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილი არიან და უსაფრთოების წესების დაცვის შესახებ ინდივიდუალურ კონტრაქტზეც ხელი აქვთ მოწერილი.

დასაქმებულების თქმით, ამწე 300 კილოგრამამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. გარდაცვლილ კოლეგებს კი 10 ცალამდე ბლოკი გადაჰქონდათ, თუმცა ამწეზე თავადაც იყვნენ.

"რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, რომ არ ასულიყვნენ. რა მოხდა გუშინ, რამ გამოიწვია ეს ვერ ვიტყვით. ყველას ხელი გავქვს მოწერილი, რომ არ ვისარგებლებთ ამ ამწით. ამის გარდა ინფორმაციაა ადგილზე გამოკრული და ხელმძღვანელობაც გვაფრთილებს," - ამბობენ ისინი ჩვენთან საუბარში.

რაც შეეხება ამწის ბაგირის გამართულობას, დასაქმებულები ირწმუნებიან, რომ ის ახალი გამოცვლილია და მწყობრში იყო.

ერთ-ერთი გარდაცვლილის, ბაქარ ფხაკაძის ძმა კი ამბობს, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები სათანადო დონეზე დაცული არ იყო. თუმცა, გოგა ფხაკაძე ჩვენთან საუბარში ობიექტზე გამაფრთხილებელი საინფორმაციო დაფების არსებობას ადასტურებს.

აღმაშენებლის ქუჩაზე ამავე მშენებარე მრავალსართულიან კორპუსში უბედური შემთხვევა მიმდინარე წლის აგვისტოშიც მოხდა. ერთ-ერთი მუშა მაღალი სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ფაქტს "იბერიის ვარსკვლავშიც" ადასტურებენ. სამივე შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანება და გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან სხვა მძიმე შედეგი.



ამავე თემაზე:

„ფულს აგროვებდა, ხუთი წლის უნახავი ცოლშვილი უნდა ენახა“ - მშენებლობაზე დაღუპულის დედა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის
ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სკოლებსა და საბავშვო ბაღების
ფუნქციონერების დროებით შეწყვეტის რეკომენდაციას არ
იძლევა.
16:11 / 28.02.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სკოლებსა და საბავშვო ბაღების ფუნქციონერების დროებით შეწყვეტის რეკომენდაციას არ იძლევა.

31
წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იტალიაში
იმყოფებოდა.
16:04 / 28.02.2020

31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იტალიაში იმყოფებოდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.