ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა
FaceBook

ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებამ და სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ, წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.

ღონისძიებაზე 130 სპორტემენის იყო მიწვეული.

სპეციალურმა კომისიამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ვიცე-მერის გიორგი იობაშვილის ხელმძღვანელობით შეიკრიბა, ქალაქის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი - ძალოსანი შოთა მიშველაძე დაასახელა.

დაჯილდოების ცერემონიალზე მიშველაძეს გიორგი იობაშვილმა საუკეთსო სპორტსმენისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა.

ქუთაისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის პრიზიორი ზვიად პატარიძე დასახელდა.

საუკეთესო პარასპორტსმენისთვის დაწესებული პრიზი მკლავჭიდელ ზურაბ ბუცხრიკიძეს გადაეცა.

აღნიშნული სპორტსმენების გარდა, გამოვლინდა ქუთაისის 2017 წლის წარმატებული სპორტსმენების ათეული, რომელშიც შემდეგი სპორტსმენები მოხვდნენ: როინ კვასხვაძე (ფეხბურთი), მირზა სხულუხია (თავისუფალი ჭიდაობა), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), დავით ხეცურიანი (ძალოსნობა), გიორგი ჭოლაძე (თავისუფალი ჭიდაობა), კონსტანტინე ჯანაშია (სტრონგმენი), ვახტანგ ახობაძე (მკლავჭიდი), ნინო ჩიხლაძე (უშუ), ბეთქილ ონიანი (მკლავჭიდი), გივი მარგველაშვილი (ძალისმიერი სამჭიდი).

2017 წლის საუკეთესო გუნდად საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" დასახელდა, რომელმაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.

წლის გუნდებად დაასახელეს: ფრენბურთში კაცთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ,,ქუთაისი". ქალთა საფეხბურთო გუნდი ,,მართვე" და ქალ ჰოკეისტთა გუნდი ,,უქიმერიონი".

სპორტსმენებისა და გუნდების გარდა დაჯილდოვდა ქალაქის 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელთა ათეულიც.

სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ღონისძიება ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო ქალაქის მერი სპორტსმენების დაჯილდოებას ვერ დაესწრო.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.