ახალი ამბები
წიწვოვანი ხეების უკანონო მოჭრაზე 200-დან 1000 ლარამდე ჯარიმაა დაწესებული
FaceBook
წინაასაახლწლოდ წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვებაზე მოსახლებას ფულადი ჯარიმების გადახდა მოუწევს.

შესაბამისი განცხადება გარემოსზედამხეველობის დეპარტამენტმა გაავრცელა. მათი განცხადებით, საჯარიმო სანქციები წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე, გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64-ე, 64(1)-ე 66-ე, 151-ე, 151(1)-ე, 128(2)-ე მუხლებით და ჯარიმა შეადგენს 200-1000 ლარს. ამასთან, ჯარიმასთან ერთად, ანგარიშდება ხე-მცენარის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და საქმე იგზავნება სამართალდამცავ ორგანოებში.


"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე რეგიონებში, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გააძლიერეს კონტროლი სახელმწიფო ტყის ფონდისა და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტების გამოსავლენად. ყოველ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები" ნათქვამია განცხადებაში.


კანონის მიხედვით აკრძალულია წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. მათი კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მცენარე მოპოვებულია: სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევებში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, თუ წიწვიანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის, სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტი.

წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვებისას, როგორც წესი, ჭრიან მცენარის ვარჯის წვერს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა. ასევე ხდება მოზარდ-აღმონაცენის მოჭრა-განადგურება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, სისტემატურად ამოწმებენ ყველა იმ ადგილს, სადაც ხდება წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაცია. ამ ეტაპისთვის, წიწვოვანების უკანონო (შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე) გაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წიწვოვანი ხეების უკანონო ჭრების პრევენციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიას „ნუ მოჭრი-მორთე“ აგრძელებს, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.