ახალი ამბები
გარემოსდამცველები წიწვოვანი ხეების უკანონო მოჭრაზე კონტროლს აძლიერებენ
FaceBook
ნუ მოჭრი, შეუნარჩუნე წიწვოვანი საფარი შენს მომავალს.
ამ სახელწოდების კამპანია დაიწყო გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რომელიც წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციისკენა მიმართულია.

"გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვების და რეალიზების ფაქტების გამოვლენის მიზნით გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტების გამოსავლენად. უარი თქვით წიწვოვნების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე. რათა, სადღესასწაულო პერიოდში, თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო შემთხვევები ჯარიმის ან სხვა სანქციის სახით", - ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

ყოველ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები. ასევე 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს გარემოს ზედამხედველობის ცხელი ხაზი 153. სადაც მსგავს კანონდარღვევაზე გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმირება არის შესაძლებელი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.