ახალი ამბები
იმერეთში 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი
FaceBook
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმერეთის მუნიციპალიტეტში შემდეგი სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს.

უწყებაში განმარტავენ, რომ დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალში გეგმის დამტკიცებისას, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

ბაღდათის მუნიციპალიტეტი:

სოფელ დიმში საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა.
სოფ. ფერსათისა და სოფ. შუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
სოფ. კაკასხიდიდან გზის მონაკვეთის ბეტონის საფარის მოწყობა.
სოფ. პირველი და მეორე ობჩის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. როდინოულთან დამაკავშირებელი ს/გზის რეაბილიტაცია.
სოფ. პირველ ობჩაში მთისძირისკენ მისასვლელი ს/გზის რეაბილიტაცია.
სალხინოს ეკლესიასთან მისასვლელი ს/გზის რეაბილიტაცია.
სოფ. დიმში მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები.
ბაღდათი-საკრაულას ადგ. მნიშვნელობის ს/გზის რეაბილიტაცია.

ვანის მუნიციპალიტეტი:
ტობანიერი-ყუმურის თემების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
შუამთის საბავშვო ბაღის მშენებლობა ვანში.
ამაღლება-საპრასიის თემების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია /კოპიტნარის მიმართულებით/.
26 მაისის ქუჩის პირველი შესახვევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
წერეთლის ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
გიორგაძის ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
წმინდა ნინოს ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
სოფ. ძულუხში საბავშვო ბაღის მოწყობა (საჯარო სკოლის შენობაში) - ვანი.
ვაჟა ფშაველას ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
ზედავანი-გადიდის თემების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
სალხინოს თემის ცენტრისა და სოფელ ზენობნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
ბზვანის თემის დაფნარი-ვანი-ბაღდათის მაგისტრალთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი:
ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია.
ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია/ რეაბილიტაცია.
შორაპნის ფარნავაზი–ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია.
ილმის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.
წიფლავაკის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.
ფუთის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
შიო მღვიმელის ქუჩის რეაბილიტრაცია.
დემეტრეს ქუჩის და მისი ჩიხების რეაბილიტაცია.
ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტრაცია.
ფალიაშვილის ქუჩისა და ფარნავაზის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია.
26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია.

თერჯოლის მუნიციპალიტეტი:

სოფ. სიქთარვაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა (დაქსელვა).
სოფელ ბარდუბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა (დაქსელვა) - თერჯოლა.
სოფ. რუფოთში, ჭანკვეტაძეების უბანში მდებარე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
სოფ. ზედა სიმონეთში წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
სოფ. ჭოგნარი-ოდილაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
ჯაბიძის ქუჩაზე სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა.
სოფ. ეწერში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
თერჯოლა-ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
სოფ. ძევრის ცენტრის კეთილმოწყობა ა/ბეტონის საფარით.
ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
სოფ. ქვედა სიმონეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
სოფ. კვახჭირში (სარბევი) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
რობაქიძის ქუჩაზე ა/ბეტონის საფარის მოწყობა.
გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

სამტრედიის მუნიციპალიტეტი:

ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალის მარჯვენა მხარეს, დაბა კულაშის საჯარო სკოლის წინამდებარე ტერიტორიიდან სოფ. ხუნჯულაურის მიმართულებიოთ ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
სოფ. ჯიხაიშში ცენტრიდან სოფ. ეწრის მიმართულებით ,,საწურბლიამდე" ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
სოფ. ნაბაკევში სოფ. ჩხენიშის მიმართულების გზაზე ასფალტო ბეტონის საფარის დაგება.
ეწერის თემის სოფ. ახალსოფელში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან მდ. რიოჯნის მიმართულებით ბორნამდე მისასვლელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
ბათუმის, ზაქარიაძის, თევზაძის, სანაპიროს ქუჩებზე, ბარამიას, 9 აპრილის I; III ჩიხებში, ჯანელიძის II ჩიხში ასფალტო ბეტონის საფარის დაგება.
გრიბოედოვის, მანჯგალაძის, ლორისა, შრომის, რუხაძის, მაზნიაშვილის ქუჩებზე ასფალტო ბეტონის საფარის დაგება.
გეგეშიძის (სასაფლაომდე), მშვიდობის, პაპავას, ჩაჩუას, არაგვისპირელის, დიდგორის (გაგარძელება), ვაჟა-ფშაველას (გაგრძელება), ხიბლარის (გაგრძელება), კოსტავას (ტაძართან მისასვლელი გზა) ქუჩებზე ასფალტო ბეტონის საფარის დაგება.

საჩხერის მუნიციპალიტეტი:

მოძვი-ჯალაურთის საავტომობილო გზაზე ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობა.
სოფელ ხვანის გადასახვევიდან, სოფელ ლიჩის ცენტრამდე ს/გზის რეაბილიტაცია.
ს. დურმიშიძის ქუჩაზე ყოფილი კომისარიატის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ კორბოულში სისვაძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
დ. აღმაშენებლის ქუჩაზე, ბამბეულის დასახლებაში ეზოების კეთილმოწყობა.
მერჯევისა და საირხის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
სოფელ კორბოულში ძლევის წმინდა გიორგის სალოცავისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია.
დოსითეოს წერეთლის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
სოფ. სავანეში მეფრინველეობის ფაბრიკისა და იტავაზის კვარცის ქვიშების კარიერისაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.
ივ. გომართლის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის უკანა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
თამარ მეფის ქუჩაზე ახალ დასახლებაში არსებული ს/გზების რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა.
სოფელ სპეთის საჯარო სკოლამდე მისასვლელ საავტომობილო გზის პროექტირება და რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეებზე: ყვირილაზე, შუშაზე და იზვარაზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია.
სოფელ ცხამის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

ტყიბულის მუნიციპალიტეტი:

სოფლების შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა.
საწირის ადმინისტრაციული ერთეულის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა.
თაბუკაშვილის ქ. ცენტრალური გზის ბეტონის საფარით მოწყობა.
მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაცია.
სოფელ გელათის გზის რეაბილიტაცია.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი:

ქუჩების გზის სავალ ნაწილზე გამყოფი გაზონების, ბორდიურების და ტროტუარების მოწყობა.
სოფლების ქვიტირისა და მუხიანის შემაერთებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა.
სოფელ თერნალის პირველ და მეორე ჩიხებში გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაცია.
სოფელ გეგუთში პოლიციის სამმართველოს შენობასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით.
9 აპრილის ქ.№ 7 № 9 № 11 №13 საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია.
სოფელ დერჩში ახვლედიანის სახლ- მუზეუმის რეაბილიტაცია.
სოფელ ყუმისთავში საავტომობილო გზის ა/ ბეტონის საფარით რეაბილიტაცია.
სოფელ ბანოჯაში (ქვაბას უბანი) გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია.
სოფელ თერნალში უგულავებისა და სვანების უბნებში გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია.
სოფელ საყულიაში გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია.
სოფელ გეგუთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი:

მემორიალი-რგანი-ხრეითის საავტომობილო გზის აღდგენა
ხვაშითის საავტომობილო გზის აღდგენა.
სოფ.სარქველეთუბანში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.
ქვაციხის გზატკეცილი-ვაჭევის საავტომობილო გზის აღდგენა.
ქვაციხის გზატკეცილი-ჯვარიეწერის საავტომობილო გზის აღდგენა.
სოფელ მეჩხეთურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი:

დაბა ხარაგაულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაცია და არხების გაწმენდა.
სოფელ საქარიქედის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (2 200 მეტრი).
სოფელ ლახუნდარის (ქვედა ლახუნდარა, ეკლესიის უბანი) ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (2350 მ).
სოფელ გაღმა ვაშლევის გზის რეაბილიტაცია.
სოფელ კიცხის (მდინარაძეების უბანი) გზის რეაბილიტაცია (2 500 მეტრი).
სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია.
ლეღვანი-მარელისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (4600 მეტრი).
სოფელ ხონის გზის რეაბილიტაცია.
სოფელ ღარიხევის გზის რეაბილიტაცია.
სოფელ ვარძიაში პირველი უბნის გზის რეაბილიტაცია.
თათრაწყაროს გზის რეაბილიტაცია.
სოფელ ლაშის იგორეთში პაქსაშვილების და კვირიკაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია.
სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია.
სოფელ ნადაბურის გზის რეაბილიტაცია.
სოფელ ნუნისის გზის რეაბილიტაცია ხიდიდან მონასტერამდე 2,3 კმ.
სარგვეში-საბეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
სოფელ სერბაისის გზის რეაბილიტაცია.
სოფელ ლაშეში (არჯევანიძეების უბანი) გზის რეაბილიტაცია.
სოფელ წყალაფორეთში გაბეხაძეების უბნის 1700 მ, საბავშვო ბაღის გზის 800მ და ბუდიანეთის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია 2000 მ (4,5 კმ).
სოფელ ლაშეში (ზედა ლაშე) გზის რეაბილიტაცია.

ხონის მუნიციპალიტეტი:

სოფელ საწულუკიძეოში ცენტრალური გზიდან სოფლის ცენტრამდე 1კმ გზის მოასფალტება.
სოფელ ქუტირში ცენტრალური გზიდან გვაზაურში მიმავალი გზის მოასფალტება.
სოფელ დედალაურის გზის მოასფალტების გაგრძელება.
მათხოჯის მონასტერთან მისასვლელი გზა.
სოფელ გოჩა-ჯიხაიშის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
ხონის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
ჩოლოყაშვილის ქუჩის მოასფალტება.

სარეაბილიტაციო პროექტები - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ტყიბული-სოჩხეთი-ორპირის (კმ10-კმ24 ) 14კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. დაწყება - დასრულება: 2018 – 2019 წწ.

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის (კმ84-კმ85 ) 2 კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. 2018 – 2019 წწ. ვანი-სულორის (კმ1-კმ6.5 ) 5.5კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. დაწყება - დასრულება:2018 – 2019 წწ.

ბაღდათი-ვანი-დაფნარის (კმ35-კმ48 ) 14კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. დაწყება - დასრულება:2018 – 2019 წწ.

ბაღდათი-აბასთუმანის 55,5კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. დაწყება - დასრულება:2017 – 2020 წწ.

ზემო-იმერეთი-რაჭის 55,7 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. დაწყება - დასრულება: 2017 – 2020 წწ.

სამშენებლო პროექტები: ჩუმათელეთი-ხევის 11.6კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა. დაწყება-დასრულება:2018-2021წწ.

ხევი-უბისას 12.5 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა. დაწყება-დასრულება:2018-2021 წწ.

უბისა შორაპნის 12.8კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა. 2018 – 2021წწ. შორაპანი-არგვეთას 14.7 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა. 2018-2021 წწ.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა. დაწყება-დასრულება:2018 – 2021 წწ.

ნაპირსამაგრი პროექტები: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების თემის სოფელ ვაზისუბანში მდ. ხევისწყლის მარჯვენა ნაპირის ნაპირსამაგრი სამუშაოები. დაწყება - დასრულება: 2017 – 2018 წწ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჟონეთი, მდ. რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები. დაწყება - დასრულება: 2018 – 2018წწ.

საჩხერის მუნიციპალიტეტი ქ.საჩხერე ცენტრალური საავადმყოფოს ხიდთან მდ. ყვირილას ნაპირსამაგრი სამუშაოები. დაწყება - დასრულება: 2018 – 2018წწ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია:

წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ჭიათურაში. დაწყება - დასრულება: 2018-2018 წწ.

წყალარინებისა და წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის სამომავლო მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება სამტრედიაში, ვანსა და ბაღდათში/დაწყება-დასრულება: 2018-2018 წწ.

წყალარინებისა და წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის საპროექტო სამუშაოების შესყიდვა ხარაგაულში. დაწყება-დასრულება: 2018-2018 წწ.

ქუთაისში 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი ნახეთ აქ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის
გამზირზე ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ მიმდინარე
აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით,
ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო
რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს
საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

ასევე შსს-ის განცხადებით, წინა წლების გამოცდილების
გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო
ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო
გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის
შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება.
შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის
შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები.

''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8
მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს,
რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ
განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც
ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“
გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ
პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების
გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან
ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის
შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი
ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.
გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და
პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი
დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ,
წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და
სპეციალური საშუალებები.

აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის
15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება
რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი
დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი
მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის
საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა,
აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო
კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ
იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების
დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა,''-ნათქვამია
განცხადებაში.


რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გუშინ,
15 აპრილს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.
16:35 / 16.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის გამზირზე ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

ასევე შსს-ის განცხადებით, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები.

''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა,''-ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გუშინ, 15 აპრილს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.
16:27 / 16.04.2024
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.