ახალი ამბები
თანამდებობის პირები, რომლებმაც სამსახურის უფროსის პოზიციები შეინარჩუნეს
FaceBook
ქუთაისის მერიამ რეორგანიზაციის ფარგლებში 15 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
მერიის 9 სამსახურიდან თანამდებობა 5 სამსახურის  უფროსმა დატოვა. სამ სამსახურში ხელმძღვანელი პირები არ შეცვლილან, ხოლო ერთმა მათგანმა სხვა სამსახურში, იგივე პოზციაზე გადაინაცვლა.

ქუთაისის მერიაში პოსტები შეინარჩუნეს: სამხედრო სამსახურის უფროსმა ვალერი ყენიამ, სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა იოსებ ჩიჯავაძემ და კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის უფროსმ, ვაჟა ჯუღელმა. რაც შეეხება არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს, ამ თანამდებობაზე ბაქარ ჭეიშვილი ადმინისტარციული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ზვიად ჯავახიამ ჩაანაცვლა. ჯავახიას მოვალეობას კონკურსის დასრულებამდე გენადი კუჭუხიძე ასრულებს.

სტრუქტურული რეორგანიზაციის ფრგლებში,  არქიტქტურისა და ზედამხედველობის სამსახურს, რომლის გაყოფაც ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისიპოსტის სტუდიაში დაანონსა, ჯერჯერობით, ცვლილება არ შეხებია. არსებული ინფორმაციით,  იგეგმება კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურიდან კულტურის და სპორტის განყოფილებების გამოყოფა და სპორტისა და კულტურის ააიპებისთვის დაქვემდებარება, თუმცა, ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის დასრულებამდე დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.


ქუთაისის მერიაში საშტატო და სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 27 დეკემბერს უნდა დასრულდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.