ახალი ამბები
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ტურისტული ატრაქციის მოწყობა იგეგმება
FaceBook
ახალი ტურისტული ატრაქციები, ქალაქში არსებული ტურისტული პრობლემები, საფეხმავლო ბილიკები - ამ და სხვა საკითხებზე ქუთაისში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.

შეხვედრა რესტორან "ძირძველში" შედგა.

კონფერენციაზე იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების პოტენციალი, მასთან დაკავშირებული სტრატეგიები, მთავარი შესაძლებლობები და პრობლემები წარადგინეს.

ტურისტული კომპანია "პრო მოციონ ჯორჯიას" წარმომადგენლის, კონსტანტინე ნაჭყებიას თქმით, იმერეთში 12 ტურისტული ატრაქციის მოწყობა 2019 წელს დასრულდება.

"2017 წელი არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენი ქმედებები დამოკიდებული იქნება წინა წლებში მიღწეულ შედეგებზე. წელს ვკონცენტრირდებით პროექტში მონაწილე სამი რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაზე და ორგანიზებას ვუკეთებთ რეგიონალური ტურიზმის დღეებს თითოეული რეგიონისთვის," - ამბობს კონსტანტინე ნაჭყებია.

მისივე ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს, ვარშავაში ტურისტულ გამოფენაზე რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს მიიწვევენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში (#19), საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის
განმავლობაში მუშაობდნენ.
13:46 / 10.09.2025
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში (#19), საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
იუზა უგულავა ქუთაისის მერის მოადგილის პოსტს დღეიდან აღარ დაიკავებს.
18:08 / 08.09.2025
იუზა უგულავა ქუთაისის მერის მოადგილის პოსტს დღეიდან აღარ დაიკავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.