ახალი ამბები
ქუთაისში, მშობელი პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს შვილის ცემაში ადანაშაულებს
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ მამაკაცმა, რომელსაც პოლიციელის ფორმა ეცვა, მისი შვილი ცემა.

მშობელი ამბობს, რომ თანაკლასელებმა 12 დეკემბერს იკამათეს, დღეს კი, მისი შვილის კლასელის მამა სკოლაში მივიდა, ბავშვს სახეში გაარტყა და ყური აუწია.

"ატირებული მოვიდა ბავშვი სახლში, ყური ჰქონდა გაწითლებული. მომიყვა, რომ "ქალოია" დაუძახებია ორი კვირის წინ მის კლასელს, გუშინ კი თვითონ უთხრა, ქალოია მე კი არა შენ ხარო. დილით მისულა მშობელი, რომელიც პოლიციელია და თან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა," -  ამბობს ბავშვის მშობელი.

ოჯახი პოლიციაში განცხადების შეტანას და სამართლებრივ დავას გეგმავს.

ქუთაისიპოსტი სკოლის დირექტორს გაესაუბრა, რომელიც ბავშვებს შორის  კამათს ადასტურებს. თუმცა, ვერ აკონკრეტებს ცემა თუ არა მშობელმა მოსწავლე.

"ამ ადროისთვის არ შემიძლია თქმა ცემა თუ არა მან ბავშვი. ორივე მოსწავლის მშობელი დაბარებული მყავს და დავაზუსტებთ დეტალებს. ამ ატაპზე რაც შემიძლია დავასადტურო ისაა, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს ადამიანი იყო ფორმაში, თუმცა პოლიციელი არ არის," - ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, ფაქტი ბავშვებს შორის, შესვენებაზე მომხდარ კამათს მოჰყვა.

ის, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი პოლიციის თანამშრომელია, შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ. უწყების პრეს-სამსახურის განმარტებით, მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.