ახალი ამბები
"ავტომობილები გვაკლია საკრებულოში" - მერიის პასუხი ნაჩუქარ ავტომობილზე
FaceBook
ქუთაისის მერიას  შპს "მარსმა" ჰიუნდაი სონატას მარკის ავტომანქანა აჩუქა, რომელსაც "ევროპა ჩვენი სახლია" აპროტესტებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარის, გია გოქაძის თქმით, ფორმალური ხელშეკრულებით, შპს "მარსი" ადგილობრივ ბიუჯეტში 500 ლარის გადახდის ვალდებულებას იღებდა, რომელსაც ბიუჯეტში დამატებით პირობად ჩაუდეს, ამ კომპანიას მერიისთვის 20, 000 ლარად შეფასებული ავტომანქანა ეჩუქებინა. სანაცვლოდ კი "მარსი" რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტული ცენტრის წინ სამი ავტომობილის რეკლამას განათავსებდა.

"ეს არის სრული ანომალია, ასეთი რაღაცები არ ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ ხელი აიღოს კომპანიების თუ კერძო პირების პირდაპირ ძარცვაზე და დაკმაყოფილდეს იმით, რასაც ბიუჯეტიდან მას მოსახლეობა უხდის", - ამბობს გია გოქაძე.

მერიაში "ევროპას ჩვენი სახლიას" პასუხობენ, რომ  "მარსმა" მერიისგან ითხოვა, სამი თვით ავტომობილების რუსთაველის ქუჩაზე განთავსების სანაცვლოდ გადაიხდიდა საიჯაროს თანხას და დამატებით 20 000 ლარის საჩუქარს გაუკეთებდა მერიას ავტომობილის სახით, რასაც საკრებულომ მხარი დაუჭირა.

"ჩვენ ეს ავტომობილი ვინათხოვრეთ დროებით, რადგან საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანა შესაკეთებელია და მანქანები გვაკლია საკრებულოში",- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ლატარია. 

საჩუქრად მიღებულ ჰიუნდაი სონატას მარკის მანქანას ნიკა ლატარია მართავს. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.