ახალი ამბები
ქუთაისში მდინარე რიონის დაცვის დღე დაარსდა
FaceBook
ქუთაისის ქალთა კლუბის ინიციატივით მდინარე რიონის დაცვის დღე დაარსდა და მისი აღნიშვნა ყოველი წლის 2 დეკემბერს მოხდება.
მდინარის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოეწყო რიონის ერთ-ერთი ზოლის დასუფთავების აქციაც, სადაც სკოლის მოსწავლეებმა, არასამთავრობო ორგანოზაციის წარმომადგენლებმა და "ააიპ სპეციალური სერვისების" თანამშრომლებმა მდინარე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

დასუფთავების აქციაში მონაწილება მიიღო გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, თამარ ბაგრატიამ.

"საქართველოში უკვე არსებობს მტკვრის დაცვის დღე, როდესაც ხდება მისი დასუფთავება. მე, მიხარია რომ ქუთაისშიც გაჩნდა ეს იდეა. რიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლო არტერია. მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იმედი მაქვს, ეს დღე მოქალაქეების თვითშეგნებაზე მნიშვნელობვნად იმოქმედება, რადგან რიონს სჭირდება დაცვა", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, თამარ ბაგრატია.

დასუფთავების აქციის ორგანიზატორების თქმით, მომავალ წელს რიონის დაცვის დღე უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.