ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრში ეკლესიის მშენებლობა დაიწყო
FaceBook
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბაგრატ მესამესა და დავით აღაშენებლის სახელობის ორსართულიანი, ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობის დაწყება ქუთათელ - გაენათელმა მეუფე კალისტრატემ ტერიტორია აკურთხა და პარაკლისი გადაიხადა.



ქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნულ ადგილზე ძველ დროსაც ეკლესია იყო განთავსებული და მისასალმებელია, რომ ახლაც ეკლესია იქნება.

"ცენტრალურ მოედანზე ისტორიულად იყო მთავარი ტაძარი, რომელიც კომუნისტების პერიოდში დაინგრა და ახლა სამართლიანად მოხდება ახალი ეკლესიის მშენებლოლობა. პრობლემური იყო ამ ადგილზე მიწის გადაცემა და ეკლესიის მშენებლობის საკითხი, თუმცა, თვითმართველობა მაქსიმალურად დაეხმარა ეპარქიას, რათა ეკლესია აშენებულიყო და მე ამაყი ვარ რომ სიმბოლურად ჩემი მერობის ბოლო დღეს საძირკველი გაჭრის პატივი მერგო," - ამბობს მურღულია.

ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ ეკლესიის მშენებლობის დაწყება მიულოცა ქუთაისელებს.

პროექტის ავტორის, არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილის თქმით, მშენებლობა 2-3 წელიწადს გაგრძელდება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტერიტორია, სადაც ეკლესია უნდა აშენდეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ 27 სექტემბერს აკურთხა.

ეკლესიის მშენებლობის პროექტის მიხედვით, ტაძარი 7000 კვ. მ.-ზე განთავსდება, ორსართულიანი ეკლესიის პირველი სართული ბაზილიკა, ხოლო მეორე გუმბათოვანი იქნება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ორსართულიანი ტაძრის პროექტი საპატარიარქომ და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ დაამტკიცა.

სააგენტოს, პროექტის პირველ ვერსიაზე გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდა, რომელიც არქიტექტორ ანდრო მარჯანიშვილის თქმით, გათვალისწინებული და კორექტირებულია.

ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს სურვილია ტაძარი "მაკდონალსდის" რესტორანზე მაღალი გამოჩნდეს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება


ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა

რეკომენდაციები ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტზე, რომელიც საპატრიარქომ დაამტკიცა

მეუფე კალისტრატემ ქალაქის ცენტრში, ის ადგილი აკურთხა, სადაც ეკლესია აშენდება (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
,,ქუთაისიპოსტზე
02:04 / 14.07.2020
,,ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ – კანალიზაციით და შლამით სავსე ისტორიული აბანო ქუთაისში წლების განმავლობაში მოუვლელი, უძველესი ბუნებრივი აბანოები მოწესრიგდება.
შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან
მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა
დააკმაყოფილა.
15:30 / 13.07.2020
შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა დააკმაყოფილა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.