ახალი ამბები
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სამ სპექტაკლს აღადგენენ
FaceBook
ქუთაისის მესხივშილის თეატრში სპექტაკლების აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს.

აღადგენენ სამ სპექტაკლს. "უსასრულობის ათვლა დაიწყო" (რეჟისორი:გიორგი სიხარულიძე), "ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი" (რეჟისორი: კოტე აბაშიძე), "სათაგური"(რეჟისორი:ოთარ ბაღათურია) - ამ სპექტაკლების აღდგენილ ვერსიებს მაყურებელი უახლოეს მომავალში იხილავს.

პუბლიკას სპექტაკლ "პიკნიკის"(რეჟისორი:კახაბერ გოგოლაშვილი) განახლებული ვერსიის ნახვის საშუალება უკვე მიეცა.

"რეპერტუარში ვაბრუნებთ ყველა იმ სპექტაკლს,რისი დაბრუნებაც შეიძლება. ასე ვთქვათ, თავიდან ვაძლევთ სიცოცხლის შანსს. სპეტაკლი უნდა მოიხსნას რეპერტუარიდან მაყურებელთან ურთიერთობის შედეგად და იცოცხლოს მაყურებელთან ერთად. და არა სიბიექტური მიზეზების გამო", - ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე.
თეაატრში რამდენიმე პრემიერისთვისაც ემზადებიან.

"თეატრი რთულ შემოქმედებით რეჟიმში მუშაობს. რა შედეგებს მივიღებთ ამის მსაჯული მაყურებელია. არავის აინტერესბს ის პრობლემები რაც თეატრში არის. ყველას აინტერესებს რეზულტატი.", - აღნიშნავს კოტე აბაშიძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.