ახალი ამბები
გისურვებთ წარმატებებს - შოთა მურღულია ქუთაისის საკრებულოს ახალ შემადგენლობას
FaceBook
ქუთაისის მერი, შოთა მურღულია მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრო. თუმცა, მოგვიანებით, პრეს-სამსახურმა მისი მილოცვა გაავრცელა.


"დღეს, 20 ნოემბერს, თქვენთვის და ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღეა. გილოცავთ საკრებულოს პირველ სხდომას და საქმიანობის დაწყებას. მჯერა, თქვენ მრავალ სასიკეთო საქმეს გააკეთებთ ქუთაისის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, ქუთაისის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქუთაისი იქნება რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ძლიერი საუნივერსიტეტო ქალაქი," -აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ქუთაისის მერიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას უფლებამოსილება არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს მე-11 დღეს შეუწყდება.

მურღულიას გიორგი ჭიღვარია შეცვლის, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 87.55% მიიღო.

ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გაიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ ქალაქის განვითარების
გენერალური გეგმის შესამუშავებლად კონკურსი გამოაცხადა.
17:52 / 15.07.2020
ქუთაისის მერიამ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შესამუშავებლად კონკურსი გამოაცხადა.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ხიდთან და ტურიზმის საინფორმაციო
ცენტრის შენობასთან ახლოს კაფე შენდება. ამ დროისთვის რკინის ბოძებია
დასმული და ტერიტორია არის შემოღობილი.
11:27 / 15.07.2020
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ხიდთან და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობასთან ახლოს კაფე შენდება. ამ დროისთვის რკინის ბოძებია დასმული და ტერიტორია არის შემოღობილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.