ახალი ამბები
სათაფლიის მღვიმეს 2017 წელს 31 378 ტურისტი ეწვია
FaceBook
სათაფლიას ნაკრძალი მიმდინარე წელს 32 ათასამდე უცხოელმა ვიზიტორმა მოინახულა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, უცხოელი ვიზიტორები სათაფლიის მღვიმე გასულ წლებთან შედარებით, აქტიურად სტუმრობენ.

როგორც საგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სოფო აზარაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, ტურისტების ნაკადი ერთიორად იზრდება.

მისივე თქმით, სათაფლიის მღვიმის დათვალიერებით, გასულ 2016 წელთად შედარებით 7 ათასამდე მეტი სტუმარი დაინტერესდა.

სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს სათაფლიის მღვიმე - 20 735 უცხოელი ვიზიტორი, 2016 წელს - 25 144, ხოლო მიმდინარე 2017 წელს 31 378 ტურისტი ეწვია.

"დაცულ ტერიტორიებზე წლიდან წლამდე იზრდება ვიზიტორების ნაკადი, ადგილზე განვითარდა ინფრასტრუქტურა და დაინერგა
ახალი სერვისები, რამაც ბუნებრივია ხელი შეუწყო ვიზიტორების ნაკადის ზრდას, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის აეროპორტის გახსნამ ერთიორად გაზარდა უცხოელი ტურისტების რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე," - ამბობს სოფო აზარაშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.