ახალი ამბები
საქართველოში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო და მისი მაჩვენებელი 3,7 მილიონია
FaceBook
2014 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად დადგინა, რომ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო და მისი მაჩვენებელი 3,7 მილიონია.

"მიზეზი კი, ძირითადად დიდი მიგრაცია და ერის ნაადრევი დაბერებაა," - ამის შესახებ  სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი მიგრაციის პროცესი საქართველოში 1990-იან და 2000 წლების პირველ ნახევარში ფიქსირდება.

"ამ ჩავარდნის გამო ჩვენი შობადობის დონე უახლოეს წლებში შემცირდება".

მისივე თქმით, საქართველოში მოსახლეობის დაბერების პროცესი მიმდინარეობს და ის 2014 წლის მდგომარეობით დაახლეობით, 21%-ს შეადგენს.
"2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა 3,7 მილიონს შეადგენს, რაც არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მნიშვნელოვანი კლება 2002 წლის აღწერასთან შედარებით, როდესაც 4,3 მილიონი დაფიქსირდა ქვეყანაში. ბუნებრივია, კიდევ უფრო დიდი კლებაა 1989 წლის ბოლოს საბჭოთა აღწერასთან შედარებით, როდესაც 5,5 მილიონი იყო საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა. ამის მიზეზი არის, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის რღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოსთან მიმართებაში მიმდინარე პროცესები. გარდა ამისა, ის დიდი მიგრაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1990-იან წლებში. მოსახლეობის რაოდენობა განპირობებულია ორი ფაქტორით, ბუნებრივი მოძრაობით, შობადობა პლუს გარდაცვალება და მიგრაციით. საქართველოში მაღალი მიგრაციული პროცესებია, ის გაცილებით მაღალი იყო 1990-იანებში და 2000-იანი წლების პირველ ნახევარში. ამიტომ ათასობით ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან და შესაბამისად, მოსახლეობა იკლებდა. ევროპაში საპირისპირო პროცესებია. ევროპაში მეტი ადამიანი ჩადის და შესაბამისად, მოსახლეობის რაოდენობა არ კლებულობს, სწორედ ჩამოსულთა ანუ ემიგრანტების ხარჯზე. ჩვენს პირობებში პირიქითაა, ჩვენი შობადობის დონე უახლოეს წლებში შემცირდება, სწორედ იმის გამო, რომ 90-იანებში ჩავარდნა გვქონდა", - განაცხადა ცეკვავამ.

მისივე განმარტებით, დადგინდა, რომ საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა.

"2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით დავინახეთ, რომ შობადობა პირველად ჩამორჩა გარდაცვალებას. ანუ გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა. ეს პროცესი არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ 1990-იან წლებში შობადობამ იკლო და ის მოსახლეობა და ახალგაზრდები, რომლებიც ფერტილურ ასაკში შედიან, განსაკუთრებით ქალები, მათი რიცხვი ფაქტობრივად განახევრდა. თუ 80-იან წლებში დაიბადა დაახლოებით 450 ათასი ქალი საქართველოში, 1990-იან წლებში დაბადებულ ქალთა რაოდენობა 230 ათასი იყო, ანუ განახევრდა და სწორედ ის ქალები, რომლებიც დღეს შედიან ფერტილურ ასაკში, სწორედ მათ მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა დაიწყებს კლებას", - განაცხადა ცეკვავამ.

მისივე განმარტებით, მსოფლიოში აღწერა ათწლიანი პერიოდულობით ტარდება, რომელიც გაერო-ს ეგიდით მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, საქართველოში დაბერების და მიგრაციული პროცესების წინააღმდეგ მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკური აქტივობა, სამუშაო ადგილების და შესაბამისი გარემოს შექმნაა აუცილებელი.

წყარო: ipn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.