ახალი ამბები
ეს არის ამათი დეპოლიტიზებული პოლიცია- "ნაციონალები" თავისუფალი ზონის აქტივისტების დაკავებაზე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები თავისუფალი ზონის წარმომადგენელთა დაკავებას აპროტესტებენ. პოლიტიკური პარტიის წევრთა განცხადებით, თავისუფალი ზონის სამი აქტივისტი პოლიციამ წუხელ, ღამის საათებში იმ დროს დააკავა, როცა თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერებს "წადი ბიძინა" და "სოხუმი ჩემი იერუსალიმია" აკეთებდნენ.
თუმცა, "ნაციონალები" განმარტავენ, რომ დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
"დაკავებიდან 10 წუთში ტელეფონი გაათიშინეს. აქამდე ბრალი უნდა წერედგინათ ან უნდა გამოეშვათ. როცა ამ ქვეყანაში პუტინის ბაიკერები დადიან, ამ წარწერებისთვის ხალხს არ უნდა იჭერდნენ, მაგრამ ეს არის ამათი დეპოლიტიზებული პოლიცია," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, კოტე რატიანმა.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თავისუფალი ზონის წარმომადგენელთა დაკავება ადმინსიტრაციული წესით მოხდა (150-ე,166-ე, 173-ე მუხლები), რაც იერ-სახის დაზიანებას, წვრილმან ხილიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
დეა მანაგაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.