ახალი ამბები
ქუთაისის ბაღების გაერთიანების დაჯარიმებული ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციას თანხას არ უხდის
FaceBook
ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილ კონტრაქტორს, ინდ.მეწარმეს, ამავე გაერთიანების მიერ დაკისრებული  ჯარიმა ამ დრომდე არ გადუხდია.
საუბარია, ინდ.მეწარმე "შალვა ლეონიძეზე, რომელმაც  სახელმწიფო შესყიდვით აღებული ვალდებულება, საკვები პროდუქტებით ქუთაისის საბავშვო ბაღების მომარაგება, სრულყოფილად ვერ შეძლო. ამის გამო ბაღების  გაერთიანებამ ინდ. მეწარმესთან 25 ოქტომბერს ხელშეკრულება გაწყვიტა და ის 5 000 ლარამდე დაჯარიმა.

"რადგან მან თანხა არ გადაიხადა, ჩვენ მას არ გადავუხადეთ ის თანხა, რომელიც მისი მომსახურების გაწევის შედეგად ინდ.მეწარმისთვის უნდა მიგვეცა. ანუ ეს თანხა 5 000 ლარი ოდენობით კვლავ ჩვენს განკარგულებაში დარჩა. ასევე, რადგან ჩვენ მასთან 480 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული, კანონის მიხედვით ხელშეკრულებაში საგარანტიო თანახაც იყო გათვალისწინებული. რადგან ინდ.მეწარმემ დაარღვია კანონი აღნიშნული თანხა 28 000 ლარი ოდენობით გადმორიცხა ჩვენს ანგარიშზე", - აცხადებენ ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების" გაერთიანებაში.

აპირებს თუ არა ინდ. მეწარმე შალვა ლეონიძე დაკისრებული ჯარიმის გადახდას, თავად შალვა ლეონიძემ ამ საკითხე კომენტარის  გაკეთება არ მოისურვა.

იმის გამო, რომ ინდ.მეწარმე "შალვა ლეონიძემ" ხელშეკრულების პირობები დაარღვია და ბაღების გაერთიაენებამ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა,  ერთთვიანი ხელშეკრულება 53 820 ლარზე შპს "იმპორტს თუ ჯორჯიასთან" გააფორმა. პარალალურად კი,  2017 წლის 2 ნოემბერს საკვები პროდუქტების შესყიდვაზე 44 500 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170014096) გამოცხადა. სადაც, გამარჯვებული კომპანია ქუთაისში მდებარე 37 საბავშვო ბაღის ფილიალს მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საკვებით მოამარაგებს.

" მას შემდეგ რაც ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოამარაგებს ფილიალებს, შპს "იმპორტს თუ ჯორჯიასთან" შევწყეტთ ხელშეკრულებას. ხოლო ახალი მომწოდებელი ერთი თვის განმავლობაში უზრუნველყოფს ფილიალებში მომარაგებას" - განმარტავენ ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების" გაერთიანებაში.

ამავე თემაზე:

5 ათას ლარამდე ჯარიმა და შეწყვეტილი ხელშეკრულება - ბაღებს ბოსტნეულით ახალი კომპანია მოამარაგებს

"ხელშეკრულებას შევწყვეტთ" - ბაღების გაერთიანება ქუთაისის ბაღებში შექმნილ კვების პრობლემაზე (ფოტო)

1 ლარად მოგებული ტენდერები ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.