ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტურში ქუთაისის საოლქო და საუბნო კომისიების წევრების ხელფასებისთვის 190 465 ლარია განსაზღვრული
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქუთაისის საოლქო და საუბნო კომისიების წევრების შრომის ანაზღაურებისთვის 190 465 ლარი არის განსაზღვრული.
ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია გვაწვდის.

მეორე ტურში ქუთაისის საუბნო და საოლქო კომისიაში სულ 1564 ადამიანი იყო დასაქმებული. აქედან, 13 წევრი ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო დანარჩენი საარჩევნო უბნებზე იყვნენ გადანაწილებული. პირველ ტურში მათი რაოდენობა 1604-ს შეადგენდა, თუმცა, იმის გამო, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, ზოგიერთი  საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრები გამოწვია.

რაც შეეხება, სხვა ხარჯებს, ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისში 18 საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ფართის დაქირავებას 4 500 ლარი მოხმარდა, ხოლო 22 000 ლარი დაიხარჯა ქუთაისში მეორე ტურისთვის ბიულეტენებისა და სხვა მასალების დაბეჭდვისთვის.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის 21 ოქტომბერს ჩატარდა. თუმცა, ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერცერთმა კანდიდატმა  გადალახა, რის გამოც, მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელიც 12 ნოემბერს ჩატარდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ზესტაფონში, ''ჯეოჰოსპიტალის''
კლინიკის ბაზაზე, სამედიცინო პერსონალი უფასო კვლევებს
ჩაატრებს.
14:04 / 10.07.2020

ზესტაფონში, ''ჯეოჰოსპიტალის'' კლინიკის ბაზაზე, სამედიცინო პერსონალი უფასო კვლევებს ჩაატრებს.

სამტრედიაში, მდინარე რიონში მაშველები 72 წლის
მამაკაცს ეძებენ.
12:08 / 10.07.2020
სამტრედიაში, მდინარე რიონში მაშველები 72 წლის მამაკაცს ეძებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.