ახალი ამბები
პრემიერის გადაწყვეტილებით 4 სამინისტრო უქმდება
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული ინფორმაციით, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ცვლილებების ახალი ტალღა მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას მოემსახურება.

"დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს", – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის სტრუქტურა ცვლილებების შედეგად ასეთია:

1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება. ის, ასევე, ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს.

2. შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. იგი პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. შს მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი გახარია, რომელიც იმავე დროს იქნება ვიცე-პრემიერი.

3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი. განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იქნება.

4. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი, მინისტრის თანამდებობას კი მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.

5. გარემოს დაცვის სამინისტროს შეუერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამ უწყებას ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

6. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.

პრემიერის განცხადებით, პარლამენტს, ასევე წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.

ცვლილებები მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება, რომელიც შემდეგ საქართველოს პარლამენტს წარედგინება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.