ახალი ამბები
ცესკო - ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
FaceBook
ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ  საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 317-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა.

„ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 12 ნოემბრის არჩევნებში 6 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ, მათგან 2 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე გადაეცემათ მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი მერის ასარჩევად“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საჭიროებისას ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გამადიდებელი ლინზით, ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმითა და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერით. ასევე, ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.
ქუთაისის #59 საოქლო სარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე პროცედურულ დარღვევას ადგილი არ აქვს და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობის კანდიდატები "ქართული ოცნებიდან" გიორგი ჭიღვარია და "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე არიან, თუმცა, "ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის მიუხედავად, ბიულეტენებში ის მაინც  არის. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია, აქედან ერთი სპეცუბანი. ქალაქში სულ  152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121 მამაკაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.