ახალი ამბები
საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50 % ით გაიზარდა
FaceBook
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმციით, საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით მოიმატა.

უწყების ცნობითვე, საქართველოში სწავლების პოპულარიზაციას ხელი იმან შეუწყო, რომ მიმდინარე წელს საქართველოს უნივერსიტეტები რამდენიმე საერთაშორისო გამოფენასა თუ კონფერენციაზე წარსდგნენ პროექტით "ვისწავლოთ საქართველოში".

"პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებულია და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზებას და უცხოელი სტუდენტების მოზიდვას," - ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლები, მსოფლიოს წამყვანი და ცნობილი უმაღლესი დაწესებულებების მსგავსად, დაინტერესებულ უცხოელ მოქალაქეებს თავიანთ უცხოენოვან საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს და საქართველოში სწავლის პირობებს აცნობენ.

განათლების სამინისტროს ცნობით, პროექტის საწყის ეტაპზე, საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე საქართველო, როგორც ქვეყანა, ბევრი უცხოელისთვის აღმოჩენა იყო.

"დღეს უკვე საგრძნობლადაა გაზრდილი ჩვენი ქვეყნისა და მისი საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობა. გამოფენებში საქართველოს უნივერსიტეტების მონაწილეობამ ნათლად აჩვენა, რომ აუცილებელია ანალოგიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა, ეს არის საუკეთესო საშუალება უცხოელი სტუდენტებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის. პროექტის ფარგლებში, ქართულმა უნივერსიტეტებმა, ხუთ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. ყოველ მორიგ კონფერენციაში მონაწილეობით საქართველო ახალ საგანმანათლებლო ბაზარზე გადის, მეტი უცხოელი პოტენციური სტუდენტი ინტერესდება საქართველოში სწავლით და შესაბამისად, მათი მომართვიანობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 50%-ითაა გაზრდილი, ასევე გაიზარდა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით დაინტერესებულ აგენტთა რიცხვი და საქართველოს უნივერსიტეტები უკვე აგენტების გამაერთიანებელ მსოფლიო მნიშვნელობის კომპანიებთან თანამშრომლობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, სამუშაოები მიმდინარეობს ჩამოსული სტუდენტებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივებისა და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით," - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში ყველა ეროვნებისა და ქვეყნის ადამიანი თავს დაცულად გრძნობს და აქედან გამომდინარე, რადგან საქართველო ბოლონიის პროცესში ჩართულ ევროპის 47 ქვეყანას შორის ერთ-ერთია, აქ მიღებული განათლებით, უცხოელი კურსდამთავრებულები ევროპაში კარიერას წარმატებით გააგრძელებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.