ახალი ამბები
რა წერია მედიასკოლის წესდებაში, რომლის დარღვევის გამო მოსწავლე გარიცხეს (ფოტო)
FaceBook
კანონიერება, ჰუმანიზმი, კეთილსინდისიერება, სოციალური სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, კოლეგიალობა - ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც ქუთაისის მედიასკოლის დებულებაში წერია.

ამავე დებულების თანახმად, რეგულირდება ურთიერთობები ქუთაისის ახალგაზრდული ცენრტსა და მის წევრებს შორის.

"ცენტრის ყველა თანამშრომელი და მის ბაზაზე არსებული მედიასკოლის ყველა მსმენელი ვალდებულია არ მოახდინოს ჰომოფობიური, ქსენოფობიური განცხადებების გაკეთება და სიძულვილის ენის ტირაჟირება  მედიასკოლაში სწავლის, საქმიანობის, პრაქტიკული კურსის გავლის, სტაჟირების განმავლობაში. მედიასკოლის სტუდენტი ვალდებულია არ გამოიყენოს სიძულვლის ენა, არ გამოიყენოს ჰომოფიბიური და ქსენოფობიური განცხადებების გავრცელება, სიძულვილის ენის ტირაჟირება, დაიცვას ცენტრის პრესტიჟი", - ნათქვამია  მედიასკოლის დირექტორის, ნატალი პატარიძის მიერ მოწოდებულ წესდებაში. თუმცა, დოკუმენტში არაფერი  წერია ამ წესების დარღვევის გამო თუ რა  სანქცია გატარდება ადმინისტრაციის მხრიდან. 




ნატალი პატარიძე განმარტავს, რომ  ეს დებულება მედიასკოლის შენობის თვალსაჩინო ადგილზეა გაკრული, შესაბამისად, მისი თქმით,  დებულების შინაარსი და მედიასკოლის პრინციპები ყველა მოსწავლესთვის ხელმისაწვდომი არის.

"ეს დებულება გაკრულია კედელზე და ის ნებისმიერ მოსწავლისთვის იყო ხელმისაწვდომი. ასევე, მათთვის განმარტებული გვქონდა თუ რა პრინციპებს ეყრდნობა ცენტრი და რას ნიშნავს თითოეული მათგანი თავისი შინაარსით," -  განმარტავს პატარიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს  მედიასკოლიდან გარიცხული მოსწავლე. 

"არსად არ ყოფილა დებულება გამოკრული და არც მისი შინაარსი აუხსნია ვინმეს ჩემთვის," - აცხადებს ანზორ სვიანაძე.

ქუთაისის მედიასკოლის ყოფილი მოსწავლე, ანზორ სვიანაძე სასწავლებლიდან მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გარიცხეს.

ანზორ სვიანიძის თქმით, ის სკოლიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც მან საკუთარ სოციალურ ქსელზე დადო პოსტი, სადაც აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას ლგბტ თემის წარმომადგენლებზე.

მედიასკოლის დირრექტორის, ნატალი პატარიძის თქმით კი სვიანაძე სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო გაირიცხა.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მედიასკოლიდან სტუდენტი ლგბტ თემაზე დაწერილი სტატუსის გამო გარიცხეს

"გაირიცხა სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო" – ქუთაისის მედიასკოლის დირექტორი


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.