ახალი ამბები
"ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების არანაირი საფრთხე არ იკვეთება" - გიორგი რუხაძე
FaceBook
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის გიორგი რუხაძის შეფასებით, ამ ეტაპზე ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლაზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფრთხე არ იკვეთება.

ამის შესახებ რუხაძემ ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების 7-თვიანი მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით საქართველოში შესაბამისი უწყებები მუშაობენ და ეს ძალიან კარგია.

"მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. ვითარება საგანგაშო ნამდვილად არ არის. არის დარღვევები, დარჩენები სხვადასხვა ქვეყნებში, საზღვარზე არ გადაშვების შემთხვევები, თუმცა ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, ვერ მოახდენს გავლენას უვიზოდ მიმოსვლაზე, ასევე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფრთხე არ იკვეთება ამ ეტაპზე. აშკარაა, რომ საქართველოში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ეს ძალიან კარგია. ის, რომ ხვალ და ზეგ შეჩერების მექანიზმების ამოქმედება არ გვემუქრება, არ ნიშნავს, რომ ყურადღება მოვადუნოთ. ნოემბრის ბოლოს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი, სადაც უნდა განისაზღვროს, თუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს და ევროკავშირს შორის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან უვიზოდ მიმოსვლის სწორად გამოყენების სტატისტიკა იყოს დადებითი", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის შედეგები დღეს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს.

წყარო: interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.