ახალი ამბები
ჭოგნარში, ადგილზე, სადაც ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს, განაღმვითი სამუშაოები დასრულდა
FaceBook
თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს, განაღმვითი სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოების შედეგად 24 ნაღმი იქნა განადგურებული. ჯამში გაიწმინდა 987კვ.მ ტერიტორია.

განაღმვითი სამუშაოები იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით განხორციელდა.

ჭოგნარის ტერიტორიაზე ახალი, ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყება.

ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს.

ნაგავსაყრელის მოწყობა 2019 წელს უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სოფელ ჭოგნარში, 36 ჰა მიწის ფართობზე ნაგავსაყრელის მოწყობას ადგილობირვთა პროტესტი მოჰყვა. სოფლის მცხოვრებლები, რომლებმაც არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მიიჩნევენ, რომ ნაგავსაყრელი მათ სოფელს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს.


ამავე თემაზე:


როგორი იქნება ნაგავსაყრელი, რომელიც ჭოგნარში უნდა მოეწყოს (ვიდეო)


ნიკეას ნაგავსაყრელი ჭოგნარში რეგიონულის გახსნისთანავე დაიხურება

"არ შევეგუებით ნაგავსაყრელის აშენებას"- ჭოგნარის მცხოვრებლების აქცია ქუთაისის მერიასთან

ევროპული ნაგავსაყრელი ქართული წინააღმდეგობით (ვიდეო)









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში
გარკვეული პრობლემები შექმნა.
16:05 / 13.12.2024
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.