ახალი ამბები
ცესკო მერის არჩევნების მეორე ტურის თარიღს 1 ნოემბერს დაასახელებს
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისია მერის არჩევნების მეორე ტურის თარიღს დღეს გამოაცხადებს. მთავარ საარჩევნო ადმინისტრაციაში სხდომაა ჩანიშნული, სადაც განსახილველ საკითხებს შორის არის  მეორე ტურის თარიღის დანიშვნა. 

დღესვე, ცესკო მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესსს  განსაზღვრავს.

საქართველოს მასშტაბით, მეორე ტური ერთ თვითმმართველ ქალაქსა  და 5 თვითმმართველ თემში გაიმართება.

ცესკოს მონაცემებით, ყველა აღნიშნულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა, მათ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ბარიერი ვერც მმართველი გუნდის  ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ გადალახა, თუმცა, უკვე წინასწარაა ცნობილი, რომ მას  მეორე ადგილზე გასული "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე კონკურენციას არ გაუწევს, რადგან "ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. თუმცა, ისინი უარს არ ამბობენ საკრებულოებში მიღებულ მანდატებზე.  

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატების ბიულეტენები არჩევნების  მეორე ტურისთვის სამ ქალაქში: ქუთაისში, მარტვილს და ხაშურში მაინც დაიბეჭდება.

მმართველ გუნდს ყაზბეგში "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს", ხოლო  ბორჯომში-"პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატები გაუწევენ კონკურენციას. ოზურგეთში კი "ქართული ოცნების" კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.   

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მეორე ტური არჩევნებიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს უნდა ჩატრდეს. ამ შემთხვევაში,  მეორე ტურის გამართვის მაქსიმალური ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბერია. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან
ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.
11:28 / 12.12.2025
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.
12:49 / 11.12.2025
"ოცნების" მთავრობის  მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.