ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს საცხოვრებელი ბინის ქირას დაუფინანსებენ
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საცხოვრებელი ბინის ქირას დაუფინანსებენ.
პროექტს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ახორციელებს. სადაც აცხადებენ, რომ საცხოვრებელი ბინის გადასახადი მხოლოდ იმ სტუდენტებს დაუფინანსდებათ, რომლებიც რეგიონიდან არიან, ასევე, რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სემესტრული ქულა 70-ს აღმატება.

თვითმართველობის პრეზიდენტის, გიორგი ოკრიბელაშვილის განცხადებით, მსგავსი დაფინანსებით მიმდინარე სასწავლო წელს მხოლოდ 20 სტუდენტი ისარგებლებს.

" სტუდენტი, რომელიც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს განიხილება კომისიის მიერ. შეირჩევიან სტუდენტები, რომლებიც წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში 1 წლის განმავლობაში იცხოვრებენ",  - გიორგი ოკრიბელაშვილი.

შერჩეული სტუდენტები, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში იცხოვრებენ, რომელიც ახალგაზრდობის გამზირზე #98 -ში მდებარეობს.

მისი თქმით, მიმდინარე სასწავლო წელს პროექტი მეორედ ხორციელდება. წინა წელს სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების საფასური 12 სტუდენტს დაუფინანსეს, რომლიც გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, სასწავლებლის ბიუჯეტიდან 10 000 ლარით დაფინანსდა.

საცხოვრებელი ბინის დაკმაყოფილების მსურველებმა, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე განცხადება #1130 აუდიტორიაში უნდა წარადგინონ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.