ანონსი
ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს - გამოფენა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
FaceBook
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიმართება.

გამოფენა სახელწოდებით " ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს" 3 აპრილს იქნება წარმოდგენილი. მისი ორგანიზატორები ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლა და საინიციატივო ჯგუფი "ერთად" გახლავთ.

გამოფენის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები შერეულ თემატიკაზე.

ორგანიზატორების განმარტებით ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს არადევნილ მოსახლეობაში დევნილობის თემის გააქტიურებას,აფხაზეთის თემის გაცნობას, ახალგაზრდა დამწყებ მხატვართა ნამუშევრების წარმოჩენას, შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას.

გამოფენა 17 საათზე გაიხსნება და ერთ დღეს გააგრძელდება.
დასწრება თავისუფალია,

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები

26 ოქტომბერს, 11 საათზე ადვოკატი ნინო
მეფარიშვილი პრესკლუბ
17:30 / 25.10.2020

26 ოქტომბერს, 11 საათზე ადვოკატი ნინო მეფარიშვილი პრესკლუბ "მედიარუმში" გამართავს ბრიფინგს.

პროექტის „ზაფხულის საღამოები“, ფარგლებში ქუთაისში კინოჩვენებები
გრძელდება. 
17:20 / 30.07.2020
პროექტის „ზაფხულის საღამოები“, ფარგლებში ქუთაისში კინოჩვენებები გრძელდება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.