ქუთაისში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
თანამედროვე ავტორის, პროფესიით ჟურნალისტის, ეკა კუხალაშვილის
სადებიუტო პოსტმოდერნისტული რომანი "პრინცესა დრაკონის კუნძულიდან"
ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება.
წიგნში მოქმედება ზღაპრულ სამყაროში მიმდინარეობს, მაგრამ მოთხრობილი
ამბავი აგვიღწერს ისეთ რეალისტურ ურთიერთობებს რომელსაც ყოველდღიურად
ვაწყდებით, ამიტომ თამამად შეიძლება, რომ დიდების საკითხავ
ლიტერატურადაც ჩაითვალოს.
"პრინცესა დრაკონის კუნძულიდან" ყვება ამბავს პატარა ქვეყანა დრაკეთის
პრინცესაზე, მის ნაცარქექია ქვეშევრდომებზე, რომლებიც უცნაურად კი
იქცევიან, სამაგიეროდ მათზე ბევრად ძლიერ მტერს ბოდიშს არ უხდიან.
წიგნი გამომცემლობა „ჯადოსნურმა სახლმა“ გამოსცა.
პრეზენტაცია 15 მაისს, 18:00 საათზე , ლიტერატურულ
კლუბ „წიგნების თაობის“ მხარდაჭერით „ახალი წიგნების“ სივრცეში
გაიმართება (აკაკი წერეთლის #19).
მასალის გამოყენების პირობები