ანონსი
ქუთაისში, საქართველოში პირველად, ფემინისტური ფესტივალი ჩატარდება
FaceBook
5-7 აპრილს, ქუთაისში, საქართველოში პირველად ჩატარდება ფემინისტური ფესტივალი.

ფესტივალი, საქართველოში პირველი ფემინისტური გაზეთის "ხმა ქართველი ქალისა" 100 წლისთავს უკავშრიდება და მას ორგანიზებას "ქალთა ფონდი საქართველოში" უკეთებს.

გაზეთი ქუთაისში 1917-1918 წლებში, ფემინისტის, პუბლიცისტისა და აქტივისტის კატო მიქელაძის (1878-1942) თაოსნობით გამოიცემოდა.

"ჩვენთვის ფესტივალი საშუალებაა ხაზი გავუსვათ თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც საქართველოში ფემინიზმს გააჩნია. გვინდა, კიდევ ერთხელ, წინ წამოვწიოთ თემები, რაც ქალებისთვის ერთი საუკუნის წინაც და ახლაც აქტუალურია - იქნება ეს პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, ოჯახი და ქორწინება, გენდერული ჩაგვრა და უსამართლობა, თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები", - აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა დისკუსიები, ფილმების ჩვენება, პერფორმანსები, წიგნის პრეზენტაცია და სსვა.

ფესტივალის ორგანიზატორები დღის წესრიგსაც აქვეყნებენ:

5 აპრილი - 15:00 – 16:00 ფესტივალის გახსნა, მისასალმებელი სიტყვა: ნანა ფანცულაია, "ქალთა ფონდი საქართველოში."
"ხმა ქართველი ქალისა" ელ-ჟურნალის პრეზენტაცია: მარიანა უნაპკოშვილი, თსუ, გენდერის ფაკულტეტი
"წარსულის რეპრეზენტაცია ქართულ ფემინისტურ ნააზრევში" - მაია ტაბიძე

16:00 – 17:30 პანელ-დისკუსია: "ქალებს შორის კომუნიკაციის გზები ადრე და ახლა"
⚪ "წერა, ბედისწერა და ქალების მიმოწერა" - ლელა გაფრინდაშვილი
⚪ "ქალები საქართველოდან" - ნინო გამისონია, იდა ბახტურიძე, მაია ჩიტაია

18:00 – 19:00 ფილმის ჩვენება:
"გოგონათა მხატვრული სახეები" - სალომე კერესელიძე

20:30 გამოფენის გახსნა და პერფორმანსი:
ლია უკლება, ლუიზა ლაფერაძე, ნადია წულუკიძე, ლალი პერტენავა, თამო ხმიადაშვილი


6 აპრილი - 10:00 – 11:30 პანელ-დისკუსია:
"რუსეთის რევოლუცია და ქართველი ფემინისტები: ქალი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი" - მაია ბერაია
"ახალი საბჭოთა ქალი და მისი რეპრეზენტაცია 1920-იან წლებში" - სალომე ცოფურაშვილი
დისკუსიის სტუმარი: მაია ბარქაია

12:00 – 13:30 ქუთაისის ფემინისტური ტური - თამთა მელაშვილი

14:30 – 16:00 პანელ-დისკუსია:
"ტკივილი და ბრაზი ფემინისტურ პოლიტიკაში" - თამარ ცხადაძე. დისკუსიის სტუმარი: ნათია გვიანიშვილი
ბიოლის ფონდისა და ქალთა ფონდის წიგნების პრეზენტაცია:
"ბრძოლა საჯარო სივრცისთვის"- თამარ ცხადაძე, ეთუნა ნოღაიდელი
"კატო მიქელაძე" - თამთა მელაშვილი
"მოკლული ქალების ამბები"- ნინო სურამელაშვილი

16:30 – 18:00 პანელ-დისკუსია:
⚪ "ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ" - ქეთა ჩხეიძე
⚪ დისკურიის თემა: "ქალთა პოლიტიკური ხედვა ადრე და ახლა"
დისკუსიის სტუმრები: ბაია პატარაია, ლელა სებუა

19:30 – 21:00 ფემინისტური არტი:
⚪ "ქართველი ფემინისტები - წარსულიდან მომავლისკენ" - გორის ახალგაზრდა ფემინისტების ინსტალაცია
⚪ პანტომიმა თემაზე "ქართველი ფემინისტების ისტორია" - ნატალია პატარიძე

21:00 მუსიკა:
დიჯეი - ლილიტი


7 აპრილი - 10:00 – 11:30 პანელ-დისკუსია:
"მძიმე მრეწველობაში დასაქმებული ქალები: ჭიათურის მაგალითი" - ნათია ქარჩილაძე
პროექტის "ასფალტის ქალები" პრეზენტაცია - ქეთი ბერძენიშვილი
დისკუსიის თემა: ქალთა შრომა
დისკუსიის სტუმრები: გვანცა ხონელიძე, ნინკა ხაინდრავა

12:00 – 13:30 მოხსენება:
"ვეგან-ფემინიზმი" - ნათია კვანტალიანი

"არტივიზმი" - ლია უკლება
14:30 – 16:00 ვორქშოფი:

16:30 –17:30 სპექტაკლი "შვიდი"
ფესტივალის მხარდამჭერები: გაეროს განვითარების პროგრამა, გლობალური ქალთა ფონდი, ჰოლანდიური ქალთა ფონდი "მამა ქეში".



Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები

26 ოქტომბერს, 11 საათზე ადვოკატი ნინო
მეფარიშვილი პრესკლუბ
17:30 / 25.10.2020

26 ოქტომბერს, 11 საათზე ადვოკატი ნინო მეფარიშვილი პრესკლუბ "მედიარუმში" გამართავს ბრიფინგს.

პროექტის „ზაფხულის საღამოები“, ფარგლებში ქუთაისში კინოჩვენებები
გრძელდება. 
17:20 / 30.07.2020
პროექტის „ზაფხულის საღამოები“, ფარგლებში ქუთაისში კინოჩვენებები გრძელდება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.